თბილისი – თელავი

თელავი კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი ცნობილია ღვინის კულტურით. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ მეღვინეობისა და მისი შექმნის ისტორიას, აგრეთვე დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო.

თბილისი-სიღნაღი

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული მხარეა. იგი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს. აქ შეგიძლიათ ნახოთ სიღნაღის გალავანი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. დატკბეთ ულამაზესი ბუნებით და არქიტექტურით, რომელიც ძალიან იზიდავს არქიტექტორებსა და მხატვრებს.

თბილისი-ომალო

ომალო თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი დაყოფილია ძველ და ახალ ომალოდ. ძველი ომალო იგივე კესელის ციხე განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ციხისგან შემორჩენილია სამი კოშკი და გალავნის ფრაგმენტი.

თბილისი – შატილი

შატილი საქართველოს ულამაზესი მხარეა. იგი მდებარეობს ხევსურეთში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. შატილი გამოირჩევა არქიტექტურით აქ შეგიძლიათ ნახოთ უძველესი კოშკები.

თბილისი – ყაზბეგი

ყაზბეგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ყაზბეგი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით.

თბილისი – მესტია

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. მესტიიდან 7 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი. მესტიაში მრავლადაა სვანური კოშკები და უძველესი არქიტექტურა.

თბილისი – ტობავარჩხილი

ტობავარჩხილი მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე. თქვენ აქ ნახავთ ულამაზეს ბუნებას და ტბებს.

თბილისი – მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში. აქ ნახავთ კანიონს რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებით.

თბილისი – ბათუმი

ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. თქვენ აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, მოინახულოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ფუნიკულიორი და სხვადასხვა ისტორიული ძეგლები.

თბილისი – ბორჯომი

ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი კურორტია. იგი გამოირჩევა სამკურნალო მინერალური წყლებით, ულამაზესი ბუნებითა და ჰავით. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 800-900 მეტრის სიმაღლეზე.

თბილისი – ვარძია

ვარძია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია. იგი საქარტველოს ისტორიის უძვირფასესი ძეგლია და მდებარეობს ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე.